ანრი ოხანაშვილი – “ნაცმოძრაობაზე”: ბოლშევიკური მეთოდებით მართული პარტიაა

“ნაციონალური მოძრაობა” ბოლშევიკური მეთოდებით მართული პარტიაა. ადამიანი, რომელიც თავს დემოკრატად მიიჩნევდა, უკვეთდა კლიპ „მიშა მაგარიას“ და ყველანი ერთი კაცის კულტით იყვნენ შეპყრობილნი”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ოპოზიციური პარტიის მიერ ხვალ დაგეგმილ აქციაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ბელადის კულტი „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაამკვიდრა.

„ბოლშევიკური მეთოდებით მართული პარტია ამიტომ არიან. ეს ქმედებებით იყო გამოხატული – „მიშა მაგარიას“ კლიპის ჩაწერით და „მიშა მაგარიას“ ძახილით. ეს არის ის, რასაც „ნაციონალური მოძრაობა“ წლების განმავლობაში ამკვიდრებდა და საზოგადოებას თავს ახვევდა. ადამიანი, რომელიც თავს დემოკრატად მიიჩნევდა, უკვეთდა კლიპ „მიშა მაგარიას“ და ყველანი ერთი კაცის კულტით იყვნენ შეპყრობილნი. საქმე გვქონდა ფასადურ დემოკრატიასთან. მათ შეუძლიათ, მშვიდობიანი აქცია ჩაატარონ და კიდევ ერთხელ აჩვენონ, რომ ბელადის კულტით არიან შეპყრობილი“, – განაცხადა ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები