სააკაშვილი მარგველაშვილს შეხვედრის ინიციატივის გამო მადლობას უხდის

 

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გიორგი მარგველაშვილს მადლობას უხდის.

როგორც საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, მთავრობამ მარგველაშვილის ინიციატივას მასთან შეხვედრასთან დაკავშირებითბხელი არ უნდა შეუშალოს.

“მადლობელი ვარ გიორგი მარგველაშვილის მიერ დაკავებული პროაქტიული პოზიციისთვის და მზად ვარ, შევხვდე მას ნებისმიერ დროს კრიზისის დაძლევის გზებსა და ჩვენი ქვეყნის მომავალზე სასაუბროდ.

​მოვუწოდებ ხელისუფლებას, დაბრკოლება არ შეუქმნას საქართველოს მეოთხე პრეზიდენტს. ასევე, მივესალმები “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერების მიერ დიალოგის დაწყებას პრეზიდენტ ზურაბიშვილთან”, – ნათქვამია მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები