დავით ბაქრაძე: უნდა შევთანხმდეთ ძირითად პრინციპებზე, რომ ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზება მოხდეს

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, დავით ბაქრაძე საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს ორბელიანების სასახლეში შეხვდა. მისი თქმით, მთავარია ძირითად პრინციპებზე შეთანხმება, რათა ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზება მოხდეს.

“ამ ეტაპზეზ ჩემს ამოცანას შერიგებაზე საუბარი არ წარმოადგენს. ამ ეტაპზე, ძირითად პრინციპებზე უნდა შევთანხმდეთ – რა არის ის პრინციპები, რომლებიც დღეს ქვეყანას სჭირდება. მაგალითად, ის, რომ ოკუპაცია არის ცუდი, ნატო-ში გაწევრიანება კარგი. უნდა შევთანხმდეთ ძირითად პრინციპებზე, რომ ქვეყანაში სიტუაციის ნორმალიზება მოხდეს”, – აცხადებს ბაქრაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები