დავით ზალკალიანი: საქართველო-სომხეთის ორმხრივი ურთიერთობები ბოლო პერიოდში განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა

“თავად ის ფაქტი, რომ კომისიის სხდომის დონე არის აწეული პრემიერმინისტრების დონემდე, მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენი [საქართველო-სომხეთის] ორმხრივი ურთიერთობები ბოლო პერიოდში განსაკუთრებული დინამიკით გამოირჩევა”, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა განაცხადა.

„ამაზე მიანიშნებს ის მაღალი დონის ვიზიტები, რომლებიც განხორციელდა როგორც საქართველოდან სომხეთში, ისე – სომხეთიდან საქართველოში და დარწმუნებული ვარ, რომ დღეს განსახილვევლი საკითხები ეკონომიკური კომისიის ფარგლებში ძალიან აქტუალურია იმისთვის, რომ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იყოს საუბარი, ასევე სავაჭრო ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებაზე. ბუნებრივია, ასევე, ორმხრივ ფორმატებში გვექნება საუბარი იმ მნიშვნელოვან ინიციატივებზე, რომელიც საქართველოს პრემიერმინისტრის მხრიდან გაჟღერდა“, – აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები