რა სიმპტომები ახასიათებს “ომიკრონს” და როგორ ამოვიცნოთ კოვიდის ახალი შტამი

კორონავირუსის ახალი შტამი – “ომიკრონი” უკვე საქართველოში დაფიქსირდა. აღნიშნული შტამი ქვეყანაში ორ ადამიანს დაუდასტურდა.
​რა სიმპტომები ახასიათებს “ომიკრონს” და როგორ უნდა ამოვიცნოთ ის.

სპეციალისტების განმარტებით,  “ომიკრონს” 99%-ით უფრო სწრაფი განვრცობადობა ახასიათებს, ვიდრე „დელტა“ შტამს ახასიათებდა.
“ომიკრონის” ძირითადი სიმპტომებია:
სურდო
ყელის ტკივილი
ხველა
ტემპერატურის მატება
კუნთების ტკივილი.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების განცხადებით, კვლევების საფუძველზე არსებული ინფორმაციის თანახმად,  ინფექცია ვაქცინირებულ ადამიანებში შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს. შესაბამისად, მათი რეკომენდაცია კვლავ ვაქცინაციის გააქტიურება და რეგულაციების დაცვაა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები