ამირან გამყრელიძე: თუ მეტყვით, რომ გამყრელიძე თუ არ იქნება, საქართველოში კორონა გაქრება, ხვალვე წავალ – ხომ შეიძლება, ერთ საკითხზე მაინც შევთანხმდეთ ქართველები

“თუ მეტყვით, რომ მე უნდა ვაგო პასუხი და გამყრელიძე თუ არ იქნება დღეს და ხვალ, საქართველოში კორონა გაქრება, ხვალვე წავალ NCDC-დან, მაგრამ ეს არ არის მთავარი”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეპიდვითარებაზე პასუხისმგებელი მთელი საზოგადოებაა.

„მთავარია, რომ ყველა პასუხისმგებელი ვართ. ის, ვინც მართავს და არის კიდევ მთელი საზოგადოება. საზოგადოებრივი კონსენსუსია საჭირო. ყველაზე ძალიან შეიძლება ჩემზე მოქმედებს ის 50 და 60 გარდაცვალება ყოველ დილით, ერთ-ერთი პირველი მე ვიგებ ამ ინფორმაციას. რომ გეუბნებით, თითო ადამიანს გადაარჩენთ, თუ ყველა ავიცრებით, 500 ადამიანი ერთი სიცოცხლის სანაცვლოდ, გავაკეთოთ მთელმა საზოგადოებამ ეს. ხომ შეიძლება, ერთ საკითხზე მაინც შევთანხმდეთ ქართველები. კოვიდი არის დღეს ყველაზე დიდი პრიმატი ქვეყანაში. უმაღლესი პრიმატი და ამ პრიმატის ირგვლივ ყველა გავერთიანდეთ და ვთქვათ, რომ ყველა ვიცრებით იმისთვის, რომ გადარჩეს ჩემი ოჯახის წევრი, ჩემი მეგობარი, ჩემი მეზობელი, ჩემი უახლოესი ადამიანი, ყველამ გავიკეთოთ პირბადე, ყველას მოვუწოდოთ ამისკენ“, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები