ამირან გამყრელიძე: “ომიკრონი” 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო ადვილად აზიანებს ბავშვებს, ახალგაზრდებს

„ომიკრონთან“ მიმართებით აღინიშნა საკმაოდ სწრაფი გადამდებლობის უნარი, 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40 წლამდე ასაკი და ბავშვები”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ მედიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, იმის პროგნოზირება, მომავალში როგორი იქნება მისი მიმდინარეობა, გავრცელების სისწრაფიდან გამომდინარე რთულია.
გამყრელიძის შეფასებით, თუ “ომიკრონის” შტამი გავრცელდა იმ სისწრაფით, რომელიც მას ახასიათებს, რა თქმა უნდა, იქნება დატვირთვა ჯანდაცვის სექტორზე მაგრამ ძირითადად შემთხვევები მაინც ამბულატორიული იქნება.

„ომიკრონთან“ მიმართებით აღინიშნა საკმაოდ სწრაფი გადამდებლობის უნარი, 3-4-ჯერ უფრო სწრაფად ვრცელდება, უფრო ადვილად აზიანებს ახალგაზრდა ასაკს, მხედველობაში მაქვს 40 წლამდე ასაკი და ბავშვები, ახასიათებს შედარებით მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ მომავალში როგორ იქნება, რადგან მას სწრაფი გავრცელების უნარი აქვს, ჯერ კიდევ რთული საპროგნოზოა. ჩვენთან ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება, მაგრამ მაინც მაღალ ნიშნულზე რჩება მაჩვენებლები, ამიტომ „ომიკრონის“ გამოჩენა, რომელსაც ჩვენ ველოდით, რა თქმა უნდა, რადგან საზღვარი ვერ დაიცავს ვირუსის შემოსვლას, რომ გითხრათ, რომ დაუყოვნებლივ დღეს და ხვალ იმოქმედებს ეპიდსიტუაციაზე, მართალი არ ვიქნები – ეს ასე არ იქნება, ეს გარკვეული სტაბილიზაციისკენ სვლა გაგრძელდება, მაგრამ ახალი შტამით ჩანაცვლებას ძველი, „დელტა“ შტამის ალბათ, 2 თვე მაინც დასჭირდება. ამიტომ ეპიდსიტუაციის მძაფრ გაუარესებას იმის გამო, რომ „ომიკრონი“ ქვეყანაში დაფიქსირდა, არ ველოდები, ყოველ შემთხვევაში ახალ წლამდე მაინც და შემდგომ ნელ-ნელა ალბათ, თუ გავრცელდა იმ სისწრაფით, რომელიც მას ახასიათებს, რა თქმა უნდა, იქნება დატვირთვა ჯანდაცვის სექტორზე, მაგრამ, მაინც იმედი გვაქვს, რომ ძირითადად შემთხვევები უნდა იყოს ამბულატორიული“, – განაცხადა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები