“გთხოვთ, გამონაკლისის სახით, დამრთოთ ნება – მოვინახულო სააკაშვილი” – მარგველაშვილი იუსტიციის მინისტრს მიმართავს

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად იუსტიციის მინისტრს, რატი ბრეგაძეს ოფიციალური წერილით მიმართა.

წერილის ასლი დანარჩენ უწყებებსაც გაეგზავნა:

“როგორც მოგეხსენებათ, ჩემს საჯარო განცხადებებში გამოვხატე სურვილი – შევხვდე საქართველოს მესამე პრეზიდენტს, ბატონ მიხეილ სააკაშვილს, რომ განვიხილო საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის მიერ ინიცირებული ეროვნული შერიგების პროცესი.

სწორედ ამ საკითხზე სასაუბროდ, გთხოვთ, გამონაკლისის სახით, დამრთოთ ნება – გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოვინახულო საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.
საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი,
გიორგი მარგველაშვილი”, – წერია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი უკვე შეხვდა სალომე ზურაბიშვილს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები