ისნის რაიონის გამგებელი: ვაზისუბანში აფეთქების შედეგად რაც დანაგვიანდა, ის ტერიტორია უკვე გაწმენდილია, ველოდებით დასკვნას

ისნის რაიონის გამგებლის, ნიკოლოზ ელისაშვილის განცხადებით, ვაზისუბნის დასახლებაში წუხელ მომხდარი აფეთქების შემდეგ, სპეციალისტები კორპუსის მდგრადობას სწავლობენ.

“კორპუსში ადგილზეა თბილისის ლაბორატორიის სამსახური, რომელიც ამოწმებს კორპუსის მდგრადობას, მზიდი კედლების მდგომარეობას. წუხელ აფეთქების შედეგად რაც დანაგვიანდა, ის ტერიტორია უკვე გაწმენდილია, ველოდებით დასკვნას. 5 ოჯახი არის გადაყვანილი სასტუმროში. ყველანაირი პირობა აქვთ შექმნილი ამ ადამიანებს იქამდე, ვიდრე თავიანთ სახლებს დაუბრუნდებიან. დანარჩენმა ოჯახებმა თავადვე გამოთქვეს სურვილი, რომ ნათესავებთან წასულიყვნენ, ზოგს ჰქონდა სხვა ბინაც”, – განაცხადა ნიკოლოზ ელისაშვილმა.

ცნობისთვის, ვაზისუბნის დასახლებაში, მე-15 კორპუსში ბუნებრივი აირის დაგროვების გამო პირველ სართულზე აფეთქება მოხდა, რამაც ხანძარი გამოიწვია.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები