პაატა მანჯგალაძე: პრინციპულ საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ ყველა – ანგელოზიც, წმინდანიც, ცოდვილიც

“საჭიროა პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება, არავინ არავის არ უნდა შეურიგდეს და არავის არაფრის მიტევება და მუხლებზე დგომა არ სჭირდება”, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, საჭიროა სახელზე შეთანხმება და მას არა შერიგება, არამედ ეროვნული თანხმობა უნდა დაერქვას.

„ვფიქრობ, უნდა შევთანხმდეთ სახელზეც. შერიგების პროცესს ბევრი ავისმოსურნე ძალიან ცუდად იყენებს და ცდილობს ამ იდეის დისკრედიტაციას, მათ შორის, ირაკლი კობახიძე საუბრობს ამაზე, მეუფეებმაც ვერ გაიგეს  რა არის, ამიტომ, ვთქვათ ეროვნული თანხმობა, რაც იმას ნიშნავს, რომ ვინმემ ვინმეს კი არ უნდა მიუტევოს და შეურიგდეს, არამედ უნდა შევთანხმდეთ მთავარ, ფუნდამენტურ საკითხებზე – სამართლიანი სასამართლოს არსებობა ქვეყანაში, სამართლიანი არჩევნები და პოლიტიკური დევნისა და რევანშის დასრულება, ასევე აქამდეც უნდა ვიყოთ შეთანხმებულები იმაზე, რომ რუსეთი ოკუპანტია და დეოკუპაციის საკითხზე და ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციაზე. ამ საკითხებზე უნდა შევთანხმდეთ ყველა – ანგელოზიც, წმინდანიც, ცოდვილიც და ა.შ. და მოიხსნება ყველანაირი კითხვები, რომ „ეშმაკი და ღმერთი ერთად სად გაგონილა?“ იმ ხალხს, ვინც ცდილობს ამ პროცესის დაზიანებას და ნეგატიური ელფერის შეძენას, უნდა მოვუსპოთ ამის შესაძლებლობა, საჭიროა პრინციპულ საკითხებზე შეთანხმება – არავინ არავის არ უნდა შეურიგდეს და არავის არაფრის მიტევება და მუხლზე დგომა არ სჭირდება”, – განაცხადა მანჯგალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები