20 დეკემბერი რევაზ ინანიშვილის დაბადების დღეა
20 დეკემბერს მწერალი რევაზ ინანიშვილი 95 წლის გახდებოდა.
რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წელს 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში.
1947 წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე 1949 წელს უნივერსიტეტი მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირი გამო, იმავე წელს მუშაობა დაიწყო სამგორის არხის მშენებლობაზე.
1951 წელს ნიკო კეცხოველმა დააბრუნა უნივერსიტეტში, რომელიც დაამთავრა 1956 წელს.
1960 წელს მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა „ნაკადულში”.
1966 წელს გადავიდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში” სასცენარო განყოფილებაში, 1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად. 1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) მუშაობდა ჟურნალ „დილის” რედაქტორად.
პირველი მოთხრობა დაიბეჭდა 1950 წელს. პირველი წიგნი გამოვიდა 1953 წელს. 1977 წელს წიგნისათვის „შორი თეთრი მწვერვალი“ მიენიჭა რუსთაველის სახეობის პრემია.
გამოცემული აქვს მრავალი წიგნი. მისი სცენარების მიხედვით, გადაღებულია ფილმები: „ნატვრის ხე” ლეონიძის მოთხრობის მოხედვით, „ქვიშანი დაერჩებიან”, „არდადეგები”, „დედუნა”, „ჩირიკი და ჩიკოტელა” „კაცები”…
გარდაიცვალა 1991 წელს 26 დეკემბერს, დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.