დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა
საქართველოს დღეს სამუშაო ვიზიტით სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური სომეხ კოლეგას მთავრობის ადმინისტრაციაში, პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლებს, რის შემდეგაც 14:00 საათზე ირაკლი ღარიბაშვილის და ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება.
სხდომაში საქართველოსა და სომხეთის მთავრობის წევრები და შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას, – აღნიშნულია ინფორმაციაში.