საქართველოს წარმომადგენელი – ნიკო ქაჯაია „საბავშვო ევროვიზია – 2021“-ის კონკურსზე მეოთხე ადგილზე გავიდა
„საბავშვო ევროვიზია – 2021“-ის კონკურსზე საქართველოს წარმომადგენელი, ნიკო ქაჯაია მეოთხე ადგილზე გავიდა. ქართველმა კონკურსანტმა 163 ქულა დააგროვა.
პროექტ „რანინას“ გამარჯვებული, ნიკო ქაჯაია საქართველოს სახელით „საბავშვო ევროვიზიაზე“ მე-2 ნომრით წარდგა. მან გიგა კუხიანიძის სიმღერა – „დავაგროვოთ ღიმილები“ (lets Count The Smiles) შეასრულა.
მალტამ, სომხეთმა და საფრანგეთმა საქართველოს წარმომადგენელს უმაღლესი – 12 ქულა მიანიჭეს.
კონკურსზე ხმას ონლაინ აძლევდნენ. შოუს პირდაპირი ეთერით ტრანსლაციას „საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ახორციელებდა.