ირაკლი კობახიძე – ოპოზიციურ პარტიებს: ჩვენ ყველას მიმართ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით

“გვქონდა განხილვა – შეხვედრა, სადაც კიდევ ერთხელ დავაფიქსირეთ, რომ არცერთი საკითხი დახურული არ არის. ჩვენ მსჯელობას ვაგრძელებთ. ანუ არ გვაქვს ჩვენ გართულება არაფერზე. ერთადერთი ლოგიკური წინაპირობა, რაც გვაქვს, არის ის,  დავინახოთ, რომ პოლიტიკურ პარტიებს სურთ პოლარიზაციის ხარისხის შემცირება. თუნდაც ბოიკოტი მოხსნან პირობითად“, – ამის შესახებ ”ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ  „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

კობახიძის განცხადებით, გადაწყვეტილების მიღებისას ოპოზიციური პარტიების მიმართ პასუხისმგებლობით იმოქმედებენ.

„დრო გვაქვს ბევრი, 2024 წლამდე სამი წელია. ჩვენ ყველას მიმართ ვიმოქმედებთ პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა ამ კონკრეტულ საკითხთან მიმართებით, „ნაცმოძრაობის“ მიმართ ჩვენი დამოკიდებულება განისაზღვრება მათი ქცევით. სხვა პარტიებს რაც შეეხება, ჩვენ ვაფასებთ იმ კონსტრუქციულ დამოკიდებულებას, რომელიც მათი მხრიდან ვლინდება საპარლამენტო მუშაობაში, აქედან გამომდინარე ესეც იქნება ცალკე ჩვენი მხრიდან მხედველობაში მიღებული, როცა საბოლოო გადაწვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები