ირაკლი კობახიძე: სააკაშვილს რომელი ღირსება შეელახა? უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ადამიანებს ნანახი

“სააკაშვილს რომელი ღირსება შეელახა? უარეს მდგომარეობაში ჰყავთ ადამიანებს ნანახი – სახურავზე „კარლსონივით“ და თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცველი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ განაცხადა.

როგორც კობახიძემ განაცხადა,  თუ უწყება არ გაასაჯაროვებდა კადრებს, იქნებოდა საფუძველი სპეკულაციების გაგრძელებისთვის.

„საბოლოოდ, თქვენ ნახეთ მთლიანობაში, კადრები, ჩანაწერები გავრცელდა ჩვეულებრივად. ათასგვარი უტრირებული განცხადებები იყო, მათ შორის წამება. ღიმილისმომგვრელი განცხადებები კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით. იყო წინააღმდეგობა, რომელიც გასწია პატიმარმა, წინააღმდეგობის გაწევის პირობებში მოუწია სასჯელაღსრულების დაწესებულებას მოქმედება.

რაც შეეხება კადრების გამოქვეყნებას, შეგახსენებთ, რომ მისი პოლიტიკური პარტიის და ამ პარტიასთან დაკავშირებული მედიასაშუალებების კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ ეს კადრები დადებულიყო, რაც სააკაშვილთანაც იქნებოდა ბუნებრივია, შეთანხმებული. მისი პარტია თავისი ტელევიზიებით კატეგორიულად ითხოვდა ამ კადრების გასაჯაროვებას, რაც გაკეთდა.

მისი პარტია ითხოვდა გასაჯაროებას და პლუს ამას დაემატა საზოგადოებრივი ინტერესი, რომელიც შეიქმნა. მთლიანობაში იყო მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი. ეს არის ოფიციალური მიზეზიც.

ხელოვნურად, თუ როგორც იყო, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი შეიქმნა. იმ შემთხვევაში თუ სახელმწიფო უწყება არ გაასაჯაროვებდა ამ კადრებს, იქნებოდა საფუძველი სპეკულაციების გაგრძელებისთვის“, – აცხადებს კობახიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები