ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალი “თაობა” 2021

2021 წლის 20-23 დეკემბერს, ეროვნული სასახლის ინიციატივით გაიმართება რიგით მეორე  ახალგაზრდული მუსიკალური ფესტივალი “თაობა” 2021. ფესტივალის მიზანი ახალგაზრდა, ნიჭიერი მუსიკოსების წარმოჩენა და მათი პროფესიული განვითარების ხელშეწყობაა.
პროექტში, დამწყები მუსიკოსებისთვის გამოცდილების გაზიარების მიზნით, მონაწილეობას მიიღებენ: დავით ალადაშვილი, ნატალია ქუთათელაძე, ეკა მამალაძე და სხვები. გარდა მუსიკალური პროგრამისა, ფართო საზოგადოებისა და სტუდენტებისთვის ჩატარდება ლექციები და შეხვედრები აღნიშნული  სფეროს პროფესიონალებთან.

 

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილ კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები: ირაკლი გოგიბერიძე, ნანუკა გოლიაძე, ანნა ჭანია, სანდრო გეგეჭკორი, კ. ვარდელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, ზუკა ლობჟანიძე, ნატალი შენგელია, საბა მიქელაძე, სოფო ხაზარაძე, ნინო ხოჭოლავა, სალომე მოდებაზე, თინათინ მამულაშვილი, სემი მედოქსი და მარიანა აჩბა.
პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით, პროექტი ჰიბრიდული ფორმით ტარდება, ყველა საფესტივალო აქტივობა საზოგადოებისთვის ,,ლაივ-სტრიმის’’ საშუალებით იქნება ხელმისაწვდომი.

 

20-დან 23 დეკემბრის ჩათვლით ასევე  გაიმართება ლექციები ონლაინ ფორმატში Zoom პლატფორმის მეშვეობით. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს ონლაინ, დასვას კითხვები, ჩაერთოს ინტერაქციაში. ონლაინ-ლექციები ასევე დაისტრიმება ფესტივალის და ეროვნული სასახლის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდებზე.

 

23 დეკემბერს, ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ქართველი კომპოზიტორის რევაზ ლაღიძისადმი მიძღვნილ ღონისძიებას უმასპინძლებს, რომელსაც 2021 წელს დაბადებიდან 100 წელი შეუსრულდებოდა. კონცერტი ფესტივალის ფარგლებში გაიმართება. დასაწყისი 17:00 საათი.

 

მუსიკალური ფესტივალი “თაობა” 2020 წელს წარმატებით ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა მუსიკოსებმა, როგორებიც არიან: გ. ყანჩელის სახელობის სიმებიანი კვარტეტი, ნატალია ქუთათელაძე, დავით ალადაშვილი, გიორგი გიგაშვილი, სანდრო ნებიერიძე, სანდრო გეგეჭკორი, “The Quintessence”, ელენე გონაძე, ანნა ჭანია, ანასტასია აღლაძე, ლიზა ჩხაიზე, ნინო ხოჭოლავა, შმაგი და გაგი სიხარულაშვილები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები