სააკაშვილის დედა: სწორ ხაზზე ვერ დადის, შესაბამისი რეაბილიტაცია სჭირდება
საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს სიარულისას წონასწორობის დაცვა უჭირს.
როგორც მან გორის სამხედრო ჰოსპიტალთან ჟურნალისტებს განუცხადა, მიხეილ სააკაშვილს შესაბამისი რეაბილიტაცია სჭირდება.
„სწორ ხაზზე ვერ დადის, რომ გაატარებენ, მარჯვენა მხარეს იმ მომენტში, თუ ვინმე არ იქნება, შეიძლება დაეცეს. კიდევ მზერა, ნერვოპათოლოგი რომ სინჯავს, მარჯვენა თვალი ვერ მიყვება. აშკარად სისუსტე აქვს, ჩემი შთაბეჭდილებები ეს არის. გამოსავალი არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, მიმაჩნია, რომ რეაბილიტაციაა საჭირო ნორმალური, შესაბამისი რეაბილიტაცია სჭირდება ადამიანს. არ ვიცი, ეს რეაბილიტაცია რამდენად უშველის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, ამის გარეშე რომ ძალიან ცუდად იქნება საქმე, ამ დასკვნიდანაც ჩანს“, – განაცხადა ალასანიამ.