თორნიკე რიჟვაძე: პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა 2021 წლის ანგარიში და კონკრეტული გეგმები, რომელიც ყველა რეგიონის განვითარებას და განახლებას ემსახურება

,,დღეს ბატონმა პრემიერ-მინისტრმა წარმოადგინა 2021 წლის ანგარიში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მისი ხელმძღვანელობით საქართველოს მთავრობამ ვაქცინაცია ხელმისაწვდომი გახადა თითოეული მოქალაქისთვის” – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის საქმიანობის 2021 წლის ანგარიშის წარდგენასთან დაკავშირებით.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის თქმით განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, რომელიც ქვეყნის თითოეული მოქალაქის ინტერესს ემსახურება.
,,დღეს ასევე წარმოდგენილი იყო კონკრეტული გეგმები, 10 წლიანი ხედვა, რომელიც ემსახურება თითოეული მოქალაქის კეთილდღეობის ზრდას და ასევე ემსაუხურება ყველა რეგიონის, ქალაქის, დასახლების განვითარებას და განახლებას”,- განაცხადა რიჟვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები