ვლადიმერ ბოჟაძე: მოსახლეობამ მოისმინა, ღირსეული პრემიერის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში, საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიღწევები და გამოწვევები

საქართველოს მოსახლეობამ მოისმინა, ღირსეული პრემიერ-მინისტრის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში, საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიღწევები და გამოწვევები, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

ფეისბუქპოსტში ბოჟაძე პრემიერ მინისტრის ანგარიშში ასახულ მთავარ საკითხებს ეხება.

„დღეს საქართველოს მოსახლეობამ მოისმინა სუვერენული სახელმწიფოს, ღირსეული პრემიერ-მინისტრის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში. საშინაო და საგარეო პოლიტიკის მიღწევები და გამოწვევები, წარმატებები და პრობლემები დეტალურად იყო განხილული. აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურმა წარმოადგინა ყველა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის და მომავალი გეგმების სრული მიმოხილვა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და დეოკუპაცია ქვეყნის უმთავრესი პრიორიტეტია, ხოლო სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესა, ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და შრომის ღირსეული ანაზღაურება მთავრობის ძირითადი საზრუნავი. ევროკავშირთან და ნატოსთან ისტორიულ მაქსიმუმზე მყოფი მჭიდრო ურთიერთობის კიდევ უფრო განვითარება და განმტკიცება უზრუნველყოფს მომავალ წლებში სრულფასოვანი წევრობისთვის მტკიცე ნაბიჯების გადადგმას. 2022 წლიდან დაიწყება ყველა სამინისტროს მიერ შედგენილი 10-წლიანი განვითარების გეგმების განხორციელება. ,,ქართული ოცნების“ გუნდი 24- საათიანი შრომით უზრუნველყოფს საარჩევნო დაპირებების მაქსიმალურად შესრულებას, როგორც ცენტრალური ასევე ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე“, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები