დავით ქართველიშვილი: ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობა ურთულეს პერიოდში, შიდა სახელისუფლებო ღალატის პირობებში ჩაიბარა – ფაქტობრივად, დღეს არა წლის, არამედ 9 თვის შთამბეჭდავი ანგარიში მოვისმინეთ

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობა ურთულეს პერიოდში, შიდა სახელისუფლებო ღალატის პირობებში ჩაიბარა – ფაქტობრივად დღეს არა წლის, არამედ 9 თვის შთამბეჭდავი ანგარიში მოვისმინეთ, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი წერს.

„ძალიან ძნელია მთავრობის წლიური ანგარიში მოკლე თეზისებში მოაქციო, განსაკუთრებით, როდესაც ამ მთავრობას ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობა ურთულეს პერიოდში, შიდა სახელისუფლებო ღალატის პირობებში ჩაიბარა – ფაქტობრივად დღეს არა წლის, არამედ 9 თვის შთამბეჭდავი ანგარიში მოვისმინეთ
ხელისუფლებამ მორიგი საარჩევნო რაუნდი მოუგო ოპოზიციას, მოუგო დამაჯერებლად, ე.წ. „რეფერენდუმის“ თვალსაჩინო გადალახვით
2022 წელს დაგეგმილია როგორც მინიმუმ 6%-იანი ეკონომიკური ზრდა და ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს ისტორიული მაქსიმუმის მაჩვენებელზე გაყვანა
პენსიების ზრდასთან ერთად, დაგეგმილია საჯარო სექტორში ხელფასების 10%-იანი მატება
მოსახლეობის ვაქცინირების პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობისათვის, ხელისუფლებამ წელსაც შეუქმნა ყველა პირობა და ეს მიდგომა გაისადაც შენარჩუნდება
მომავალ თაობებზე ზრუნვით იყო განპირობებული ონლაინ-კაზინოებთან მიმართებაში ახალი რეგულაციების შემოღება
სოციალურად ორიენტირებული ნაბიჯი იქნა გადადგმული მედიკამენტების ფასწარმოქმნის პოლიტიკის გადახედვის კუთხით
აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი კონკრეტული, პრაქტიკული პრეფერენციების მქონე შედეგებით დასრულდა – მსოფლიოს ფინანსურ გიგანტთან, “როტშილდის” კომპანიასთან ერთად დაწყებულია მუშაობა ქვეყნის რეგიონულ ფინანსურ ჰაბად გადაქცევის კუთხით
უსაფრთხოების, კორუფციასთან ბრძოლის, საინვესტიციო მიმზიდველობის და სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ინდიკაციის მიხედვით, მიმდინარე წელს საქართველოს სარეიტინგო პოზიციებმა მნიშვნელოვანი წინსვლა განიცადეს
საქართველომ მნიშვნელოვანი მედიატორ/შემრიგებლის როლი შეასრულა სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში და აგრძელებს ამ კუთხით მნიშვნელოვანი რეგიონული მოთამაშის პოზიციების განმტკიცებას
ამბიციური კამპანიის ფარგლებში, იწყება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დასაქმების ფართომასშტაბური პოლიტიკის განხორციელება
„აგროკრედიტის პროგრამით“ გათვალისწინებული პროექტების ხორცშესხმაზე დაგეგმილია 121 მილიონი ლარის დახარჯვა
„აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში, 1000-მდე პროექტი უკვე განხორციელდა და ეს პროცესი მომდევნო წელიწადსაც გააქტიურდება
გრძელდება სახელმწიფო ვალის შემცირების ტენდენცია – 2024 წლამდე ეს მაჩვენებელი მშპ-ს 50%-ს ჩამოსცდება
2022 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის მიღებული იქნა რეკორდული, 3,3 მილიარდი ლარის ოდენობის ბიუჯეტი
შენარჩუნდება და განმტკიცდება ხელისუფლების კოორდინაცია ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან
მიწის რეგისტრაციის, საყოველთაო ჯანდაცვის, სამხედროების საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების, უმაღლესი განათლების, სპორტის, კულტურის სფეროებში განსახორციელებელი ამბიციური გეგმები და მრავალი-მრავალი სხვა – ხაზგასმული პრემიერ-მინისტრის ანგარიშში და აუცილებლად განხორციელება.
წარმატება მას და მის სამთავრობო გუნდს!“ – წერს დავით ქართველიშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები