ზურაბ ქადაგიძე: პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში ამბიციური გეგმები და დეტალური ანალიზი ვიხილეთ, ყველა დარგი საინტერესოა, თუმცა მთავარი სოცდაუცველების გარანტიაა, რომელიც ღარიბაშვილმა გასცა

ამბიციური გეგმები და დეტალური ანალიზი ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში. ყველა დარგი და მიმართულება საინტერესოა,თუმცა მთავარი მე მაინც სოც-დაუცველების გარანტია მგონია,რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა: დასაქმებულ სოცდაუცველებს დახმარება არ შეუწყდებათ, – ასე ეხმიანება ექსპერტი ზურაბ ქადაგიძე პრემიერ-მინისტრის ანგარიშს.

,,ამბიციური გეგმები და დეტალური ანალიზი ვიხილეთ პრემიერ-მინისტრის მოხსენებაში. ყველა დარგი და მიმართულება საინტერესოა, თუმცა მთავარი მე მაინც სოცდაუცველების გარანტია მგონია,რომელიც ირაკლი ღარიბაშვილმა გასცა: დასაქმებულ სოცდაუცველებს დახმარება არ შეუწყდებათ! სახელმწიფო,რომელიც მოქალაქეების ეკონომიკურ მდგომარეობაზე ფიქრობს,აუცილებელია მეტ სოციალიზაციას,ჩართულობას და ინკლუზიას ქმნიდეს. დოვლათს მოქალაქეთა არამხოლოდ გარკვეული კატეგორია,არამედ მოსახლეობის 90% ქმნის და ათასობით ქმედითუნარიანი სოცდაუცველის ჩართვა საერთო დოვლათის შექმნაში სასარგებლო იქნება,როგორც სოციალური ფონის,ასევე ეკონომიკის გაუმჯობესებისთვის”, – წერს ზურაბ ქადაგიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები