როგორია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა – გორის ჰოსპიტალში ექსპრეზიდენტი ლიზა იასკომ მოინახულა

ძალიან სუსტად არის. მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ რომ, დავრწმუნდი მისი რეაბილიტაცია უნდა გაგრძელდეს ციხის გარეთ,- ამის შესახებ უკრაინის რადას დეპუტატმა ლიზა იასკომ განაცხადა, რომლემაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოინახულა. ლიზა იასკო ამბობს, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პროგრესი არ შეინიშნება. 

“გასული სამი დღის განმავლობაში ვერანაირი პროგრესი ვერ დავინახე, ის ძალიან სუსტად არის. მე მინდა კიდევ ერთხელ გითხრათ რომ, დავრწმუნდი მისი რეაბილიტაცია უნდა გაგრძელდეს ციხის გარეთ, რადგან ამის საჭიროება ნამდვილად დგას. რაც შეხება სხვა საკითხებს, მას სურს სასამართლო პროცესზე დასწრება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგი არ არის. ის პოლიტიკური პატიმარია და როცა შეეძლება ამის შესახებ აუცილებლად ისაუბრებს ყველა სასამართლო პროცესზე,”- განაცხადა იზა იასკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები