ირაკლი ქარსელაძე: 2021 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 16%-ით მეტია გამოყოფილი
საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამომდინარე 2022 წელი რეკორდული იქნება,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ირაკლი ქარსელაძემ პრემიერ მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიშის წარდგენის შემდეგ განაცხადა.
“რეალურად 2021 წელს ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 16%-ით მეტია გამოყოფილი. 2020 წელს თუ შევადარებთ, 28%-ით მეტი. საგზაო მიმართულებით 30 კმ. მაგისტრალის გახსნაა დაგეგმილი, წყალმომარაგების თვალსაზრისით მიმდინარეობს და იწყება ახალი პროექტები, რომლის შედეგადაც უკვე 360 ათას ადამიანს წყალმომარაგება გაუუმჯობესდება“, – განაცხადა ქარსელაძემ.