რატი ბრეგაძე: პრემიერმა ძალიან საინტერესოდ ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომელიც წელს მთავრობამ განახორციელა, საუბარი იყო სამომავლო გეგმებსა და კონკრეტულ პროექტებზე
იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პრემიერ მინისტრის მიერ წარდგენილ მთავრობის საქმიანობის ანგარიშს აფასებს. ბრეგაძის განცხადებით, პრემიერმა მთავრობის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ პროექტებზე საინტერესოდ ისაუბრა.
„პრემიერმა ძალიან საინტერესოდ ისაუბრა იმ პროექტების შესახებ, რომელიც წელს მთავრობამ განახორციელა. ასევე საუბარი იყო სამომავლო გეგმებსა და კონკრეტულ პროექტებზე, რომლებსაც მთავრობა 2022 წელს განახორციელებს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა პარტნიორს და ასევე მთავრობის მეთაურს. იმედს გამოვთქვამ, რომ მომავალი წელი იქნება კიდევ უფრო მეტად წარმატებული“, – განაცხადა ბრეგაძემ.