ირაკლი კობახიძე: რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობაზე მუშაობა დაიწყო, ჩვენ გვაქვს შეუქცევადი ეკონომიკური წინსვლის პროცესი

 

ჩვენ გვაქვს შეუქცევადი ეკონომიკური წინსვლის პროცესი. წელს სწორედ მისი დამსახურებით ჩვენ გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა,

„წლის პირველი ორი თვის განმავლობაში, იანვარ-თებერვალში ჩვენ გვქონდა ეკონომიკის ვარდნა. რაც ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერის თანამდებობაზე მუშაობა დაიწყო, ჩვენ გვაქვს შეუქცევადი ეკონომიკური წინსვლის პროცესი. წელს სწორედ მისი დამსახურებით ჩვენ გვექნება ორნიშნა ეკონომიკური ზრდა. ამ მაჩვენებლით საქართველო, ირლანდიის შემდეგ ევროპაში მეორე ადგილზეა. ეს არის ძალიან შთამბეჭდავი შედეგი და ჩვენი მთავარი ამოცანაა, ეკონომიკის შემდგომი წინსვლა და ამ ტენდენციის შენარჩუნება. პრემიერის გეგმები ამის ძალიან კარგ შესაძლებლობას იძლევა. დღეს იყო საუბარი კონკრეტულ საინვესტიციო პროექტებზე. ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, ძალიან მნიშვნელოვან სოციალურ ინიციატივებზე“, – განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები