თემურ ჩხეიძის სახელოსნო მსურველებს უფასო სწავლას გთავაზობთ

რეჟისორ თემურ ჩხეიძის სახელოსნო მსურველებს სასწავლებლად იწვევს. სწავლის მსურველების საყურადღებოდ, 25 ივლისს, 15.00 საათზე თემურ ჩხეიძესთან საინფორმაციო შეხვედრა სახელოსნოში გაიმართება. შეხვედრას თავად ბატონი თემური გაუძღვება.

თემურ ჩხეიძის სახელოსნოში მიღების წესები:
1. სახელოსნოში მიიღებიან სრული უმაღლესი განათლების მქონე მოქალაქეები.
2. სახელოსნოში რეგისტრაცია/განაცხადების მიღება დაიწყება 2014 წლის 25 აგვისტოდან და გაგრძელდება 5 სექტემბრამდე, ყოველდღე 12-დან 18 სთ-მდე.
3. სახელოსნოში სწავლა შეუძლია ნებისმიერი უმაღლესი განათლების მქონე პირს, თუმცა უპირატესობა მიენიჭებათ არჩეული სპეციალობის (რეჟისორი, დრამატურგი, თეატრმცოდნე) უმაღლესი განათლების მქონე კანდიდატებს.
4. სახელოსნოში სწავლა უფასოა.
5. კურსი ორ სასწავლო წელს მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები