დავით ზალკალიანი – სამთავრობო ცვლილებებზე: 4 წელია ამ თანამდებობაზე ვარ, მახსოვს, 2 თვის დანიშნული ვიყავი, ჟურნალისტი მოვიდა და ხვალ გხსნიანო
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ჟურნალისტების კითხვას იგეგმება თუ არა სამთავრობო ცვლილებები პასუხობს, მინისტრის თქმით “მუდმივი არავინ არის” და ცვლილებების შესახებ ინფორმაციას არ ფლობს.
„არ ვიცი, 4 წელია ამ თანამდებობაზე ვარ, მახსოვს, 2 თვის დანიშნული ვიყავი, ჟურნალისტი მოვიდა და ხვალ გხსნიანო, 4 წელი გავიდა, არ მაქვს პრობლემა, მუდმივი არავინ არ არის“, – განაცხადა ზალკალიანმა.