შალვა პაპუაშვილი – აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: ამ ცვლილებების მიმართ არგუმენტირებული კრიტიკა არ არსებობს

ამ ცვლილებების მიმართ არგუმენტირებული კრიტიკა არ არსებობს,- ამის შესახებ “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი შალვა პაპუაშვილი აცხადებს და ამერიკის საელჩოს განცხადებას ცესკოს წევრების დანიშვნის შესახებ აფასებს.
პაპუაშვილის განცხადებით,  კანონპროექტის მიღების პროცესი ინკლუზიური და მრავალპარტიული იყო.

„ის, რომ ეს ცვლილება გონივრულია, ისიც ადასტურებს, რომ არგუმენტირებული კრიტიკა ამ ცვლილებების არ არსებობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები საპროცედურო კომიტეტზე მეორე მოსმენით განხილვას ესწრებოდნენ და ამ პროექტთან დაკავშირებით კითხვაც არ დაუსვამთ.

ყველამ ნახა კენჭისყრის შედეგები, ამ ცვლილებებს მესამე მოსმენით ჩვენ გარდა ოთხმა პოლიტიკურმა ჯგუფმა დაუჭირა მხარი. ასე რომ, ეს არის რამდენიმე პარტიის მიერ მიღებული ცვლილებები. ამიტომ როგორც ინკლუზიურობა, ისე მრავალპარტიულობა ამ კუთხით მოცემულია და რაც მთავარია, ამ ცვლილებების მიმართ არგუმენტირებული კრიტიკა არ არსებობს“,- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები