ირაკლი კობახიძე -აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე: არ არის სწორი შეფასება, იმ კანონპროექტს, რომელიც დავაინიცირეთ და რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არ აქვს ალტერნატივა

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამერიკის საელჩოს განცხადებას,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნის წესის შესახებ, ეხმაურება.
კობახიძის განცხადებით, არ არის სწორი განცხადებაში აღნიშნული შეფასებები, რადგან კანონპროექტს ალტერნატივა არ აქვს, მისივე თქმით, ვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია.

„მე მგონი ეს არ არის სწორი შეფასება და იმ კანონპროექტს, რომელიც ჩვენ დავაინიცირეთ და რომელსაც ჩვენ ვიღებთ, არ აქვს ალტერნატივა გამომდინარე იქიდან, რომ ქვეყანას სჭირდება გამართულად მომუშავე ცენტრალური საარჩევნო კომისია. საარჩევნო ადმინისტრაციამ ცესკოს თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, დაამტკიცა, რომ მას შეუძლია სათანადოდ გაუძღვეს საარჩევნო პროცესებს და თქვენ ნახეთ, რომ აბსოლუტურად უპრობლემოდ ჩაატარა ეს არჩევნები ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და მთლიანად საარჩევნო ადმინისტრაციამ, რაშიც არის ცესკოს თავმჯდომარის დამსახურება და ცესკოს თითოეული წევრის დამსახურება, მით უმეტეს ამის გათვალისწინებით, ეს შეფასება მე არ შემიძლია შევაფასო, როგორც სამართლიანი,“- განაცხადა კობახიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები