„უდიდესი დანაკარგი ბათუმისთვის, საქართველოსთვის… ვუსამძიმრებ ოჯახს, ქალაქს, ქვეყანას“
„უდიდესი დანაკარგი ბათუმისთვის, საქართველოსთვის… ვუსამძიმრებ ოჯახს, ქალაქს, ქვეყანას… ძალიან დამაკლდება“, – ასე ეხმაურება პოეტ შოთა ზოიძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში გენრი დოლიძე.
ცნობილი პოეტი და საზოგადო მოღვაწე, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი და ღირსების ორდენის კავალერი, შოთა ზოიძე კორონავირუსით გარდაიცვალა.
მწერალი, მთარგმნელი, ჟურნალისტი… წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა აჭარის მწერალთა კავშირს, აჭარის ტელვიზიას, ეკავა აჭარის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი, იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ლიტერატურის, ხელოვნებისა და არქიტექტურის სახელმწიფო პრემიების კომიტეტის წევრი.
ფოტო: მედიასააგენტო „ასეა“.