დღეს პრემიერი საზოგადოებას წლიურ ანგარიშს წარუდგენს

დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას წლიურ ანგარიშს წარუდგენს.

მთავრობის მეთაური 2021 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს, ისაუბრებს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

პრემიერ-მინისტრის ანგარიშს მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.

ღონისძიება სასტუმრო „ბილტმორში” 11:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები