ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას წლიურ ანგარიშს წარუდგენს
18 დეკემბერს საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი საზოგადოებას წლიურ ანგარიშს წარუდგენს.
პრემიერმინისტრი 2021 წლის განმავლობაში მთავრობის მიერ გაწეულ საქმიანობას შეაჯამებს და ისაუბრებს განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრებს.
პრემიერმინისტრის ანგარიშს მინისტრთა კაბინეტის წევრები, დეპუტატები და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები დაესწრებიან.
ღონისძიება სასტუმრო “ბილტმორში” 11:00 საათზე დაიწყება.