ანრი და კახა ,,ოცნების ქალაქის” პირველი მობინადრეები იქნებიან
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ე.წ. ოცნების ქალაქის კომპლექსს 11 წლის ანრისა და 15 წლის კახასთან ესტუმრა და ბავშვებთან ერთად ის ბინა დაათვალიერა, რომელიც მათ 2022 წლის დასაწყისში გადაეცემათ.
ასევე, ისინი ესტუმრნენ ბათუმის ახალ საფეხბურთო სტადიონს. ბავშვები ფეხბურთის გულშემატკივრები არიან. ისინი “ბათუმის დინამოს” აკადემიაში ისწავლიან.
ცნობისთვის, ბავშვებს მამა ავარიაში, ხოლო დედა კორონავირუსით 1 თვის წინ გარდაეცვალათ. ოჯახი ,,ოცნების ქალაქში,, ცხოვრობდა.