გიორგი ვოლსკიმ ლაშა ტალახაძეს, პარლამენტის სახელით, გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი – გიორგი ვოლსკი ტაშკენტში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრის, ორგზის ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონის, არაერთი რეკორდის ავტორის, ლაშა ტალახაძის გამარჯვებას გამოეხმაურა და პარლამენტის სახელით მსოფლიო ჩემპიონობა მიულოცა.

„მინდა, თქვენი, ჩვენი კოლეგების სახელით საქართველოს მივულოცო კიდევ ერთი გამარჯვება, რომელიც ლაშა ტალახაძემ მოიპოვა ორჭიდში. ეს მსოფლიო რეკორდია და იმის გარდა, რომ ბოლო პერიოდში გაგვანებივრეს ჩვენმა სპორტსმენებმა ასეთი შესანიშნავი გამარჯვებებით, არის კიდევ რაღაც, რაც საქართველოს სჭირდება-გარკვეული სიხარულები. ლაშას დიდი მადლობა, რომ ეს სიხარული მოგვანიჭა ყველას, ჩვენ და მთელს საქართველოს”,- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ პლენარულ სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები