დავით ზალკალიანი: აშშ-ის დეპარტამენტის ანგარიში არის კიდევ ერთი დასტური ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის
საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლასთან დაკავშირებით ყოველწლიურად ქვეყნდება, ეხმაურება.
ზალკალიანის შეფასებით, აღნიშნულ ანგარიშში საქართველოზე საუბარი კიდევ ერთი დასტურია ამერიკას და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობისა და ერთობლივი წარმატებული საქმიანობის.
„სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არის კიდევ ერთი დასტური ამერიკასა და საქართველოს შორის სტრატეგიული პარტნიორობის იმ მაღალი ნიშნულის, რა ნიშნულზეც იმყოფება ჩვენი თანამშრომლობა უსაფრთხოების კუთხით. ეს კიდევ ერთხელ მიანიშნებს და არის აღიარება იმ წარმატებული საქმიანობის, რომელსაც ახორციელებენ შესაბამისი სტრუქტურები, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ყველასთვის კარგად არის ცნობილი, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენმა ქვეყანამ გლობალური უსაფრთხოების გამოწვევების წინააღმდეგ ბრძოლაში, რაც არის დაკავშირებული ტერორიზმთან. კიდევ ერთხელ მინდა, აღვნიშნო, რომ ჩვენ მომავალშიც გავაგრძელებთ ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობას ამ მიმართულებით“, – განცხადა ზალკალიანმა.