“აზარტული თამაშების რეკლამის ნაწილში აკრძალვა ტელევიზიებისთვის მარტიდან ამოქმედდება” – ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ირაკლი ზარქუას განცხადებით, აზარტული თამაშების რეკლამის ნაწილში აკრძალვა ტელევიზიებისთვის მარტიდან ამოქმედდება.

მისივე თქმით, ამ ნაწილში ტელევიზიების მოთხოვნა იქნა გათვალისწინებული.

„პირველი მოსმენის შემდეგ გარკვეული ტელევიზიებიდან გამოითქვა მე მგონი სამართლიანი მოთხოვნა, რომ გადახედილიყო ამოქმედების ვადა რეკლამების განთავსების თვალსაზრისით იმიტომ, რომ უნდა გადაეწყოს ტელევიზიები, შესაბამისი სტრუქტურები ამ მოდელზე, ამ ახალ რეალობაზე და აქედან გამომდინარე ვითვალისწინებთ. რეკლამის ნაწილში აკრძალვა ტელევიზიებისთვის მარტიდან ამოქმედდება”, – განაცხადა ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები