საქართველოს პრეზიდენტის მიერ გამართულ მიღებას, რომელზეც ზურაბიშვილმა ოპოზიციისა და მმართველი ძალების წარმომადგენლები შერიგების საკითხზე სასაუბროდ მიიწვია, ევროპარლამენტარი – ვიოლა ფონ კრამონი ეხმაურება.
როგორც კრამონი “ტვიტერ”-ში წერს, საქართველოს მეგობრები სალომე ზურაბიშვილს ეთანხმებიან.
„საქართველოს საერთაშორისო მეგობრები ეთანხმებიან საქართველოს პრეზიდენტს, მეტს ვნახავთ უახლოეს მომავალში“, – წერს ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერ”-ში.