ანრი ოხანაშვილი: პოლარიზაცია არ არის მისასალმებელი და ამას წერტილი უნდა დავუსვათ

პოლარიზაცია არ არის მისასალმებელი და ამას ყველამ ერთად უნდა დავუსვათ წერტილი, – ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა განაცხადა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ მოვისმინეთ ზოგადი განწყობა და განცხადება პრეზიდენტის მხრიდან და არა – კონკრეტული შემოთავაზება. ზოგადი განწყობა ჩვენ ისედაც გვქონდა და გვექნება ასეთი, რომ პოლარიზაცია არ არის მისასალმებელი და ამას ყველამ ერთად წერტილი უნდა დავუსვათ. თუ ვინმემ პირველმა უნდა გადადგას ნაბიჯი, ეს არის ის რადიკალური ჯგუფი, რომელიც რევოლუციურ სცენარებს აანონსებს, მსჯავრდებული ციხიდან დახსნას აანონსებდა და ა.შ“, – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები