დავით სერგეენკო: პრეზიდენტის მზაობა შერიგებისთვის მისასალმებელია
“პრეზიდენტმა მკაფიოდ გააჟღერა, რომ ამ პროცესის დაწყებას წინაპირობები არ უნდა უძღოდეს, ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომაა”, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცესპიკერმა, დავით სერგეენკომ შერიგების საკითხზე საუბრისას განაცხადა.
სერგეენკოს შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მზაობა და ინიციატივა შერიგებისთვის მისასალმებელია.
„გამოხატა მზაობა და ინიციატივა, რომ შერიგებისთვის ლიდერობა ჩაიბაროს, რაც მისასალმებელია. ხაზგასასმელია, რომ მან არა მხოლოდ ინიციატივა გაახმოვანა, რომ პროცესი წაიყვანოს, არამედ რამდენიმე მნიშვნელოვანი მონახაზი ჰქონდა – მხარეებმა მოლაპარაკებების არეალი არ უნდა შეზღუდონ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პრეზიდენტმა მკაფიოდ გააჟღერა, რომ ამ პროცესის დაწყებას წინაპირობები არ უნდა უძღოდეს, ვფიქრობ, ეს სწორი მიდგომაა“, – განაცხადა დავით სერგეენკომ.