ირაკლი ზარქუა: ჩვენ არ გვჭირდება შერიგება, მოსახლეობის უმრავლესობასთან შერიგება „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება

“მე შერიგება არ მესმის ისე, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვათ ციხიდან. თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ სააკაშვილი გამოვუშვათ, ჩემთვის მიუღებელია”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ზარქუამ ე.წ. ეროვნულ შერიგების საკითზე საუბრისას განაცხადა. ზარქუას განცხადებით, “ნაციონალურ მოძრაობა” მოსახლეობას უნდა შეურიგდეს.

„ჩვენ არ გვჭირდება შერიგება, მოსახლეობის უმრავლესობასთან შერიგება „ნაციონალურ მოძრაობას“ სჭირდება. მე შერიგება არ მესმის ისე, რომ სააკაშვილი უნდა გამოუშვათ ციხიდან. თუ შერიგების თემა გადის იმაზე, რომ სააკაშვილი გამოვუშვათ, ჩემთვის მიუღებელია. მისაღებია, რომ გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“, აღიაროს დანაშაული, ელაპარაკოს საზოგადოებას, ეს არის და ეს, თორემ მე პირადად შესარიგებელი არაფერი მაქვს, არც მოსახლეობასთან, რადგან მერვე არჩევნებს ჩემი პარტია და ჩემი გუნდი იგებს, აგებს „ნაციონალური მოძრაობა“, ეს ნიშნავს, რომ არ მიიღო სააკაშვილის დეფინიცია მოსახლეობამ, რომ შეცდომა იყო. შეცდომა კი არ იყო, დანაშაულები იყო ჩადენილი და ამის აღიარება არ უნდათ. გიზუსტებთ, თუ ზურაბიშვილის შემოთავაზება ნიშნავს, რომ ჩვენ, პოლიტიკურმა გუნდმა ვაპატიოთ სააკაშვილს და ციხიდან გამოვუშვათ, ეს ჩემთვის მიუღებელია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები