ონში ახალგაზრდების დასაქმების დონის გაუმჯობესების მიზნით, EU4Youth ეგიდით შეხვედრა გაიმართა

სასტუმრო “თბილისი მარიოტში”, ევროკავშირის პროგრამა EU4Youth-ის ეგიდით, ევროკავშირის პოლიტიკის ლაბის შეხვედრა გაიმართა, რომლის მთავარ მიზანს ონის მუნიციპალიტეტში ახალგაზრდების დასაქმების დონის გაუმჯობესება წარმოადგენდა. ამის შესახებ ინფორმაციას ონის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, აღნიშნულ შეხვედრას ესწრებოდნენ ონის მუნიციპალიტეტის ვიცემერი – გიორგი ნოდარიშვილი, ევროკავშირის პროგრამის ხელმძღვანელი – კრისტიან ვაგნერი, პროგრამის საერთაშორისო კოორდინატორი – კლაუდიო დონდი, ევროკავშირის პროგრამის ასისტენტი – გენადი სობალი, ევროკავშირის პოლიტიკის ლაბის ფასილიტატორები და ხელმძღვანელები – ხატია აგიაშვილი და ირაკლი გიორბელიძე, რაჭა-ლეჩხუმ-სვანეთის მაჟორიტარი დეპუტატის გოჩა ენუქიძის ბიუროს ხელმძღვანელი – ქრისტინე კობახიძე, ქ.ონის ყოფილი მერი, დიპლომატი – დავით ჩიკვაიძე, სამხარეო რწმუნებულის აპარატის წარმომადგენელი – ზურაბ ცაგურიშვილი, რეგიონში არსებული კერძო სექტორის წარმომადგენლები: როიალ ხვანჩკარა, გლემფინგ ჯორჯია, კარსე, ნაბარეული, ახალგაზრდული ორგანიზაციის Peoples Priority-ს წარმომადგენლები, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის თანამშრომელი – გვანცა ტოროშელიძე, დასაქმების ხელშეწყობის სააგენტოს თბილისის საქალაქო ცენტრის ხელმძღვანელი – ნიკა ინაური. ვირტუალური პროგრამა “Zoom”-ის საშუალებით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს პროფესიული კოლეჯების წარმომადგენლებმა “იბერია” “კონსტრუქტორი” “ერქვანი”.
შეხვედრაზე განხილული იქნა დამსაქმებელთა წინაშე მდგარი სხვადასხვა პრობლემები, სამუშაოს მაძიებელთა კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობები, რის საფუძველზეც დაიგეგმა რიგი ღონისძიებები ევროკავშირის პროგრამის – Eu4Youth „ეროკავშირი ახალგაზრდებისთვის“ფარგლებში, მათ შორის, ონის მუნიციპალიტეტის მერიის ბაზაზე დასაქმების სახელმწიფო სააგენტოს წარმომადგენლობითი ოფისის გახსნა და აღნიშნულ სექტორთა შორის მემორანდუმის გაფორმება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები