„ფოლკამბები“ – თორნიკე სხიერელთან შეხვედრა

17 დეკემბერს, 14:00 საათზე, ფოლკლორის ცენტრის ბიბლიოთეკიდან, „ფოლკამბების“ მორიგი ეთერი გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, გადაცემის სტუმარია მომღერალი და ანსამბლ „ძირიანის” ხელმძღვანელი თორნიკე სხიერელი.
გადაცემის მიზანია, გააშუქოს ფოლკლორში მიმდინარე ამბები და მოწვეულმა სტუმარმა წამყვანთან ერთად განიხილოს მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები.
გადაცემას უძღვება გივი აბესაძე.
გადაცემის მოსმენა შესაძლებელია ფოლკლორის ცენტრის „ფეისბუქგვერდზე“: : https://www.facebook.com/folklore.center

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები