„სემ, დაუკარი ისევ“! – სპექტაკლის პრემიერა ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრში
16 და 22 დეკემბერს, 19:00 საათზე, ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიულ სახელმწიფო თეატრში წარმოდგენილი იქნება ახალგაზრდა რეჟისორის, ლევან ტოტოშვილის სპექტაკლი – „სემ, დაუკარი ისევ“! ვუდი ალენის მიხედვით.ორგანიზატორების ინფორმაციით, სპექტაკლი დაიდგა კულტურის სამინისტროს კონკურსის „სტუდენტი რეჟისორების სპექტაკლების დადგმის ხელშეწყობა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ თეატრებში“ გამარჯვებული პროექტის ფარგლებში.
დამდგმელი რეჟისორია ლევან ტოტოშვილი; მხატვარი – ნეიკო ნეიძე; ქორეოგრაფი – გია მარღანია;
მუსიკალური გაფორმება ლევან ტოტოშვილი; თარგმანი – ანა მირიანაშვილი; რეჟისორის თანაშემწე – ნათია ბოშიშვილი.
სპექტაკლში მონაწილეობენ მსახიობები: ნინო ანდრიაძე, ლიკა შუკაკიძე, ნინო შუშიაშვილი, თამარ ცქვიტინიძე, კატო ჯაფარიძე, ნიკოლოზ კვანტალიანი, დავით ხახიძე, კახაბერ ჭოლაძე.