პრეზიდენტი: ეროვნული თანხმობა უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი, როგორიც არ უნდა იყოს პარტნიორების ძალისხმევა, პროცესი საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ

დარწმუნებული ვარ და გამოცდილებაც მივიღეთ, რომ ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. ჩვენ მივედით იმის ბოლომდე, რომ გარედან რაც არ უნდა იყოს ძალისხმევა, მონდომება ჩვენი პარტნიორების, იმათ არ აქვთ შიგნიდან პროცესების ისეთი გაგება, რომ მართონ ასეთი მძიმე, ძლიერი და ხანგრძლივი პროცესი, რადგან ეს არ იქნება ორიოდე დღის პროცესი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში პოლიტიკურ პარტიებთან წინასაახალწლო შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, ვინც ელოდება, რომ შერიგება ორიოდე დღეში მოხდება, ეს არარეალურია.

„ეს უნდა იყოს ჩვენ მიერ მართული პროცესი. ცხადია, ჩვენ შეიძლება, გამოვიყენოთ მოდელები და არსებობს ბევრი მაგალითი, რაც გამოყენებული იქნა სხვადასხვა ევროპულ ქვეყანაში და არაევროპულ ქვეყანაში. ეს არის მხოლოდ მაგალითები, საიდანაც შეიძლება შედარებითი ანალიზები გამოვიტანოთ, მაგრამ საბოლოოდ ჩვენ უნდა მოვირგოთ ეს პროცესი ჩვენს სპეციფიკაზე და ეს უნდა იყოს ქართული პროცესი, სადაც რაღაც ეტაპის შემდეგ, არ არის გამორიცხული, ჩვენი პარტნიორების მხარდაჭერა იყოს გარკვეული ფორმით გამოხატული. მაგრამ ჩვენი გადასაწყვეტია, რა ფორმატზე გადავალთ, როცა ჩვენ ჩავთვლით, რომ პირველი გარკვევის ეტაპი დასრულდა. ეს იქნება საკანონმდებლო დონეზე ახალი კანონმდებლობის მიღება, კომისიის შედგენა, რომელიც შეუდგება უფრო დეტალურ განხილვას, იქნება საზოგადოებრივი ქარტია თუ სახალხო კრება ან სხვა ფორმატი. ძალიან ბევრი ვარიანტის მოფიქრება შეიძლება. ყოველ შემთხვევაში, მე არ ვაპირებ, რომ ჩემი პასუხი მქონდეს დღეს და ვინმეს თავს მოვახვიო. ერთად იქნება გასარკვევი“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები