წინასაახალწლო „თბილისის წიგნის დღეები“

17, 18, 19 დეკემბერს,  „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში, „თბილისის წიგნის დღეების“ ორგანიზებით, წინასაახალწლო „თბილისის წიგნის დღეები“ გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით,  ეს არის წიგნის ბაზრობა, რომელიც აერთიანებს – გამომცემლობებს, წიგნის მაღაზიებს, ბიბლიოთეკებს, კულტურულ ინსტიტუტებსა და წიგნის სექტორის სხვა წარმომადგენლებს.
„თბილისის წიგნის დღეები“ ვრცელ კულტურულ პროგრამასთან ერთად, წელს დამთვალიერებელს სთავაზობს წინასაახალწლო ბაზრობის კუთხეს, რომელიც თავს მოუყრის სხვადასხვა კონცეფციის ქართულ წარმოებებს.
წლევანდელი გამოფენის მიზანია, შექმნას მნახველთათვის გარემო, რომელიც ერთდროულად საგანმანათლებლო, კულტურული და გასართობი ღონისძიებებით დაიტვირთება, ხოლო პარალელურად შესაძლებლობას მისცემს მსურველებს,  წიგნებთან ერთად ადგილზე გაეცნონ და შეიძინონ კონცეპტუალური ქართული მაღაზიებისა და წარმოებების პროდუქტები.
დამთვალიერებელს ადგილზე დახვდება: ახალი თარგმანები; წლის ბესტსელერები; საბავშვო ლიტერატურა; ქართველი მწერლები;  მთარგმნელები და გამომცემლები,  საინტერესო სემინარებითა და პრეზენტაციებით;
საჩუქრების ზონა; შეფუთვები; დიდი ფასდაკლებები.
11:00 საათიდან მე-11 პავილიონის კარი, სამი დღის განმავლობაში ღია იქნება.
მის:  აკაკი წერეთლის გამზ. 118;  პავილიონი – 11.


კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები