გიორგი ხელაშვილი: შეგვიძლია, იმედი ვიქონიოთ, რომ ევროპა რაღაცას მოაბამს თავს რუსეთის საპასუხოდ

“ევროკავშირის ლიდერების შეხვედრაზე განხილული იქნება სამი ძირითადი საკითხი და სამივე მათგანი უკავშირდება რუსეთის შეკავებას”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხელაშვილმა „ქრონიკის“ ეთერში განაცხადა.

ხელაშვილი ვარაუდობს, რომ ლიდერების პოზიცია უფრო კოორდინებული გახდება.

„დღეს იმართება უშუალოდ ევროკავშირის ლიდერების შეხვედრა, ჯერ არ ვიცით მისი შედეგები, მაგრამ შიდა პოლიტიკური საკითხების გარდა განხილული იქნება სამი ძირითადი საკითხი და სამივე მათგანი უკავშირდება რუსეთის შეკავებას. პირველი – ევროკავშირსა და ნატო-ს შორის კავშირის გაძლიერება, მეორე – უკრაინის გარშემო რუსული ჯარების მობილიზებას შეკავება, მესამე კი ბელარუსის საზღვარზე მიგრანტების კრიზისი. მე მოველი, რომ მათი პოზიცია უფრო კოორდინებული გახდება, ვინაიდან ბოლო ხანებში ვხედავთ, რომ ევროპას უჭირს პასუხის ჩამოყალიბება. სამწუხაროდ, ასეთივე მდგომარეობა შეინიშნება აშშ-ისა და ევროკავშირის კოორდინაციის მხრივ ევროატლანტიკურ სივრცეში. შეგვიძლია, იმედი ვიქონიოთ, რომ ევროპა რაღაცას მოაბამს თავს რუსეთის საპასუხოდ“, – განაცხადა ხელაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები