„იმპროვიზაცია 31“ და ვასილ კანდინსკის დაბადების დღე
16 დეკემბერს, აბსტრაქციონიზმის ერთ-ერთი ფუძემდებლის – ვასილ კანდინსკის დაბადების დღეა.
ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმი ამ დღესთან დაკავშირებით აქვეყნებს მისი ნახატის, „იმპროვიზაცია 31“-ის შესახებ ინფორმაციას.
„იმპროვიზაცია 31“-ის (საზღვაო ბრძოლა) მთავარი მოტივი მცურავი ხომალდების წყვილია, რომელიც ჩაკეტილია ბრძოლაში. წვრილი, შავი ხაზებით მოხაზულია გემბანის ანძები და, ქვემეხების აფეთქების შედეგად, თითქოს მშფოთვარე ტალღები წარმოიქმნება მარცხენა ზედა მხარეს კი თეთრი კოშკების ქალაქი მოჩანს, რომელიც დამხობის პირასაა.
კანდინსკის შთაგონების წყარო ამ ნახატის შესრულებისას სავარაუდოდ იყო „გამოცხადებების წიგნის“ აპოკალიფსური გამოსახულებები.
ვასილ კანდინსკი. „იმპროვიზაცია 31“ (საზღვაო ბრძოლა). 1913. ტილო, ზეთი. 55×47.