სააკაშვილის დედა: ვხედავ წონის კლებას, ამას ნამდვილად ვერავინ უარყოფს
პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილი, რომელიც შიმშილობის შემდეგ სარეაბილიტაციო მკურნალობას გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადის, წონაში იკლებს.
ალასანიას მიაჩნია, რომ სააკაშვილი ისეთ კლინიკაში უნდა მოთავსდეს, სადაც შესაბამისი პროფესიონალები არიან.
“ვხედავ წონის კლებას, ამას ნამდვილად ვერავინ უარყოფს და სწორედ ესაა, რომ არ მომწონს. გამოსავალს ვხედავ გასვლასა და შესაბამის მკურნალობაში. მივცეთ საშუალება ამ ადამიანს, რომ გავიდეს და მოთავსდეს ისეთ კლინიკაში, სადაც ამის გამოცდილება აქვთ და ჰყავთ შესაბამისი პროფესიონალები”, – აცხადებს გიული ალასანია.