შალვა პაპუაშვილი ​- ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე: მათი მხრიდან პოლიტიკის გამოყენება ხდება სისხლის სამართლის საქმეზე ზეგავლენის მოსახდენად

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, შალვა პაპუაშვილი ​ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეს გამოეხმაურა.

მისი თქმით, საქმის პოლიტიზება არასწორია.

“ფაქტია, რომ ისინი პოლიტიკაში მას შემდეგ მოვიდნენ, რაც ამ საქმის გამოძიება დაიწყო. ამიტომ, ამის დაკავშირება პოლიტიკასთან მხოლოდ მათი მხრიდან თუ იქნება. მათი მხრიდან პოლიტიკის გამოყენება ხდება სისხლის სამართლის საქმეზე ზეგავლენის მოსახდენად”, – აცხადებს პაპუაშვილი.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე დღეს ბოლო პროცესი გაიმართება. მოსამართლე გადაწყვეტილების გამოსატანად მას შემდეგ გავა, რაც ბრალდებულები საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ.

შეგახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი 16 664 000 აშშ დოკარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე 2019 წლის 24 ივლისს წარედგინათ, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.
ავთანდილ წერეთელს კი პროკურატურა ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძისთვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები