ლევან იოსელიანი: გაუგებარია, პრეზიდენტს სააკაშვილის შეწყალებას სთხოვდე და ღონისძიებაზე მისვლაზე უარს ეუბნებოდე

“ვისურვებდი, ყველა პოლიტიკური პარტია დასწრებოდა პრეზიდენტთან მიღებას, რადგან ერთმანეთთან გაბუტულ პოზაში ყოფნა ვერანაირ დიალოგს ვერ დაძრავს”, – ამის შესახებ “მოქალაქეების“ წევრმა, ლევან იოსელიანმა განაცხადა.

იოსელიანის თქმით, მისთვის გაუგებარია „ნაციონალური მოძრაობის“ პოზიცია, რომელიც პრეზიდენტს მესამე პრეზიდენტის შეწყალებას სთხოვს, მეორე მხრივ კი მასთან მიღებაზე არ მიდის.

„მე ვიქნები პრეზიდენტის სასახლეში ღონისძიებაზე. ვისურვებდი, რომ ყველა პოლიტიკური პარტია დასწრებოდა მას, რადგან ასე ერთმანეთთან გაბუტულ პოზაში ყოფნა ვერანაირ დიალოგს ვერ დაძრავს. ამას სჭირდება ნაბიჯების გადადგმა და კარგი საშუალებაა ეს პლატფორმა გამოყენებული იქნას დიალოგის დასაწყებად. „ნაციონალური მოძრაობის“ ტაქტიკაზე ვერაფერს გეტყვით, ჩემთვის გაუგებარია, შეწყალებას სთხოვდე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის და ღონისძიებაზე მისვლაზე უარს ეუბნებოდე, თუმცა, ალბათ, მათ თავიანთი პოლიტიკური ტაქტიკა აქვთ”, – განაცხადა იოსელიანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები